მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 17%-ით შემცირდა- ჯანმო

ნანახია: 477
სრული ინფორმაცია

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 17%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

ჯანმო-ს მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ის 3.1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ოქტომბრის ბოლო კვირის შემდეგ უმცირესი მაჩვენებელია.

გასული კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი, 871 365 შემთხვევა აშშ-ში გამოვლინდა, რაც ქვეყანაში წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებთან შედარებით 19%-ით ნაკლებია.

ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე იყო ბრაზილია, მესამეზე - საფრანგეთი, მეოთხეზე - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფო.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."