ბრიტანეთში Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციის შედეგად მიღებულ იმუნურ რეაქციას შეაფასებენ

ნანახია: 534
სრული ინფორმაცია

ბრიტანეთში დაიწყო კლინიკური ცდა, რომლის მონაწილეებს ჯერ Pfizer-ის, შემდეგ კი AstraZeneca-ს ვაქცინით ცრიან იმის გასარკვევად, როგორია იმუნური პასუხი იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ და მეორე დოზას სხვადასხვა ვაქცინის გამოყენებით უკეთებენ.

კვლევაში მონაწილეობას 800-ზე მეტი 50 წლის ზემოთ მოხალისე მიიღებს, რომლებსაც მანამდე ვაქცინაცია არ ჩატარებიათ. მათ ნაწილს ჯერ Oxford/AstraZeneca-ის, 12 კვირის შემდეგ კი, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრიან, ან პირიქით. მონაწილეების ნაწილს კი ორივე დოზას ერთსა და იმავე ვაქცინის გამოყენებით გაუკეთებენ.

კვლევა არ შეაფასებს ვაქცინების კომბინაციების საერთო ეფექტურობას, მაგრამ მკვლევარები გაზომავენ ანტისხეულებსა და T- უჯრედების რეაქციებს, ასევე დააკვირდებიან, იწვევს თუ არა ვაქცინების კომბინაცია მოულოდნელ გვერდით ეფექტებს.

კვლევაში მონაწილე მეცნიერები აცხადებენ, რომ იმუნური რეაგირების შესახებ პირველადი მონაცემები სავარაუდოდ, ივნისში გახდება ცნობილი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."