რატომ არ მიმართავთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!

ნანახია: 436
სრული ინფორმაცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას წინადადებით მიმართავს

სააკაშვილის "ფეისბუქის" საკუთარ გვერძე წერს, რომ მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა და მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში,შედის საქართველო.

სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, რომ მიმართოს მალტას და უსასყიდლოდ მიიღოს ვაქცინა.

"კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას.

ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა.

ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ.

შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!


რატომ არ ინძრევით? მე კარგად ვიცი!

10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად განიავებულია და მოპარულია!

უახლოეს პერიოდში მე მიხეილ სააკაშვილი ვაპირებ დაგიდოთ მასალები, როგორ იპარავთ თქვენ კონკრეტული სახელებით, გვარებით, გადარიცხვებით, ოპერაციებით - კორონასთან საბრძოლველ ფულს. როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე.

მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! ეს რაღაც ჩინური ვაქცინა კი არ არის მეათე ხარისხოვანი, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინები და ევროპული, რომელიც შემოიტანა ევროკავშირმა", - წერს სააკაშვილი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."