მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიას ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდვაში ადანაშაულებს

ნანახია: 461
სრული ინფორმაცია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიას ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდვაში ადანაშაულებს. თუმცა, აცხადებს, რომ ასეთი მედიასაშუალებების რაოდენობა საბედნიეროდ, არც ისე ბევრია.

სააკაშვილის განცხადება უკავშირდება, გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ სტატიას - „სააკაშვილის ახალი მარცხი: რატომ არ იმუშავა ქართული ოპოზიციის ულტიმატუმმა“, რომლის ავტორია გამოცემის რედაქტორი იური პანჩენკო.

სტატიას მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა:

„რას ნიშნავს, ულტიმატუმმა არ იმუშავა?! პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა, რომლებიც თავიდანვე გაიყიდნენ (ეს იყო საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე).

გამარჯვება მოპარულია. ამას ადასტურებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ხმების პარალელური დათვლა, ასევე საერთაშორისო სოციოლოგიური კომპანია IPSOS .

"ქართულმა ოცნებამ" სულელურად გადაწერა საარჩევნო ოქმები და ყველა ავტორიტეტულმა დამკვირვებლებმა ამის შესახებ პირდაპირ განაცხადეს. არსებული „საპარლამენტო უმრავლესობა“ არღვევს კონსტიტუციას ისე, რომ არ უწყვეტს უფლებამოსილებას პარლამენტის წევრებს მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა ასეთი განცხადებით და ინარჩუნებენ სრული ბოიკოტის რეჟიმს.

კრემლის პროპაგანდა უბრალოდ არაფერია ბატონ სიდორენკოს და მისი გუნდის სპეკულაციებთან შედარებით საქართველოსთან მიმართებაში. ეს უკვე ტენდენციის ხასიათს იღებს და თქვენ ტყუილად ფიქრობთ, რომ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ. მე მაშინვე პირველი ვიგებ ამას. მთავარი ის კი არ არის, რომ ამას მე ვამჩნევ, მთავარია, რომ ამას ამჩნევენ ადამიანები საქართველოში, ვისაც უბრალოდ მოპარეს გამარჯვება და რომლებიც დღემდე განაგრძობენ ბრძოლას თავისი კუთვნილი ხმებისთვის და ეძებენ სიმართლეს!

რა დამარცხებაზე ვსაუბრობთ? ჯერ ერთი, ქართულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა არჩევნებში. მეორეც - დიდი გამარჯვებაა, რომ ოპოზიციიდან არავინ გაყიდულა და ყველა ინარჩუნებს ერთობას. ასეთი პროფესიონალიზმი და ჟურნალისტების ცალმხრივობა ადასტურებს იმას, რასაც ვეჭვობდი.

ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის დაფინანსებას იღებენ. ეს მისი ჩვეული სტილია, მითუმეტეს, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მან გამოყო დამრგვალებული თანხა უკრაინული მედიის მოსასყიდად. საბედნიეროდ, ვინც მას მიეყიდა, მათი რაოდენობა არც ისე ბევრია.

სხვაგვარად, არ შემიძლია ავხსნა, რატომ ახდენთ ცრუ პროპაგანდის ტრანსლირებას ისე, რომ არ ეკითხებით კომენტარს საქართველოს არც ერთ მთავარ ოპოზიციურ პარტიებს, აღარაფერს ვამბობ ჩემზე, რომელიც თქვენგან რამდენიმე წუთის სავალზე ვიმყოფები. ტყუილი, ტყუილი და კიდევ ტყუილი. ეს უბრალოდ ფაქტების დამახინჯება კი არ არის, არამედ მათი გამოგონებაა“ , - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ მედიას ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდვაში ადანაშაულებს


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."