სრული ინფორმაცია
ბოლნისის ს.ს. ორბელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო.
სკოლის რეაბილიტაციის პროცესი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს, სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება .
პროექტის სრული ღირებულებაა 5 448 980 ლარია
საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარული დღეა.
რეაბილიტაციის პერიოდში პირველი საჯარო სკოლის 700-ზე მეტი მოსწავლე, ქალაქ ბოლნისის ორი სკოლის, N3 და სომხური სკოლების შენობაში გადანაწილდებიან და სასწავლო პროცესს 1 თებერვლიდან ორ ცვლაში განახორციელებენ.