ახალგაზრდობის სააგენტომ შეხვედრა ბოლნისში

ნანახია: 510
სრული ინფორმაცია

ახალგაზრდობის სააგენტომ, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის მიმართულების ფარგლებში, რიგით მე-12 შეხვედრა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამართა

ახალგაზრდობის სააგენტო, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის სარეფორმო მიმართლების ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვია. შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და ნაბიჯები იქნა განხილული, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გადაიდგა.

შეხვედრას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და ბოლნისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევა ჩატარდა, რაც მოიცავს ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლას, როგორც თვისებრივი ისე რაოდენობრივი მეთოდოლოგიით. სწორედ აღნიშულ კვლევას ეფუძნება, ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს.

შეხვედრა სტარტეგიის დოკუმენტზე ორდღიანი სამუშაო სესიებით გაგრძელდება, რომელსაც ახალგაზროდობის სააგენტოს მოწვეული ექსპერტი წარუძღვება.

მასში მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უშუალოდ ახალაგზრდები იქნებიან ჩართულნი.

გარდა ამისა, რეფორმის ხსნებული მიმართულების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურის ორი წარმომადგენელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკად“ გადამზადების 4 ეტაპიან კურსს გადის.

სააგენტოს, მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობით ადგილზე მოხდა არსებული ახალგაზრდული საბჭოს განახლება.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."