ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული საბჭო“ განახლდება.

ნანახია: 683
სრული ინფორმაცია

ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ახალგაზრდული საბჭო“ განახლდება. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 
რადიოWW ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

„ახალგაზრდული საბჭოს“ წევრები, მონაწილეობას მიიღებენ და აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივ თვითმმართველობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„ახალგაზრდული საბჭო“ ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 14 - დან 29 წლის ჩათვლით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 20 ახალგაზრდისგან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იქნება 1 ახალგაზრდა.

ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

 ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;
 ახალგაზრდების მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში ;
 ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
 ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების შესახებ;
 ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა;

თუ გაქვს მაღალი მოტივაცია, ხარ აქტიური ახალგაზრდა, გაქვს ძლიერი ანალიტიკური და ინტერპერსონალური კომპეტენციები, დრო და შესაძლებლობა, ეს შენი შანსია ჩაერთო შენს მუნიციპალიტეტში, ახალაგზრდულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გააჟღერო ახალგაზდების ხმა!  რეგისტრაცია შესაძლებელია  25 მარტამდე!

სარეგისტრაციო ბული:
ახალგაზრდული საბჭო დაკომპლექტდება წინასწარ შერჩეული კომისიის მიერ, რომელშიც შედიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა აპლიკანტთან მოხდება მუნიციპალიტეტში ერთი დღით გაერთიანებული საინფორმაციო/გაცნობითი ტიპის შეხვედრა, რომლის ზუსტი დღე და დრო გეცნობებათ წინასწარ.

ახალაგზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან კოორდინაციით, 2019 წლიდან ფუნქციონირებს “ახალგაზრდული საბჭო”.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."