მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

ნანახია: 86
სრული ინფორმაცია

მოქალაქეებმა საკუთარი პოზიცია ამჯერად ბოლნისში დააფიქსირეს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგებელი სოფო ჯაფარიძე აცხადებს , ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის საზოგადოებას რიგში უწევს დგომა.

,, მთელი საქართველოს მასშტაბით. ადამიანები რიგებში დგანან, რომ მოვიდნენ და ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ჩვენი კამპანია სრულდება და მართლაც უპრეცედენტო აქტივობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რითიც ვარ ძალიან ბედნიერი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს. ასი ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი ძალიან მიხარია, რომ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერები, არამედ აქ არიან ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ არც მიხეილ სააკაშვილის და არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები”- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ
მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნის კამპანია, რამდენიმე თვის წინ, მისმა პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონში ჩავიდა.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."