ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ხელმძღვანელს იოჰანეს ბაქჰაუზს შეხვდა

ნანახია: 138
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ხელმძღვანელს იოჰანეს ბაქჰაუზს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრეს და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.

პროექტი ,,შემოქმედებითი კომპასი“ ოთხწლიანია და საქართველოს რეგიონული ქალაქების, განსაკუთრებით კი ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული ქალაქების განვითარებაზეა ორიენტირებული.

აღნიშნული პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და ის საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ მთავარი ამოცანაა რეგიონებში ხელი შეუწყოს შესაძლებლობების გაფართოებას და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი გაგა ცალუღელაშვილი და პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ თანამშრომლობისა და ქსელის განვითარების მენეჯერი ლევან ხარატიშვილი. 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."