ბოლნისის მუზეუმში პროექტის “ბოლნისის მოდელი - წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის” შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა

ნანახია: 149
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუზეუმში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ბოლნისის მოდელი - წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის” შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორწლიანი პროექტი “ბოლნისის მოდელი - წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის” დასრულდა, რომელიც ბოლნისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირველი პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში მიღწეული შედეგების მდგრადობის გაზრდას ემსახურებოდა.

პროექტის “ბოლნისის მოდელი - წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის” ფარგლებში, ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა. კერძოდ: ბოლნისის აგროცენტრს დაემატა სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მარცვლეული კულტურების, რძისა და ღვინის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, www.bolnisiagrocenter.ge, რომლის მეშვეობით ბოლნისის მეღვინეებსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის მწარმოებლებს შეუძლიათ გაყიდონ, ხოლო მყიდველებს - შეიძინონ ბოლნისური პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად.

იმისათვის, რომ ბოლნისი მიმზიდველი ტურისტული და საცხოვრებელი ადგილი გახდეს, პროექტის ფარგლებში, შემუშავდა „ქალაქ ბოლნისის მდგრადი და მწვანე ქალაქის სტრატეგია“. თამაზ სტეფანიას, ფარნავაზ მეფისა და წისქვილის ქუჩებზე ენერგოეფექტური სკამები დამონტაჟდა, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ენერგოეფექტური გაჩერება მოეწყო.

პროექტის “ბოლნისის მოდელი - წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისათვის” საერთო თანხაა 250 000 ევრო, საიდანაც 200 000 ევრო ევროკავშირის გრანტია, ხოლო 50 000 ევრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინასება.

შემაჯამებელ ღონისძიებას ცენტრალური ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, დმანისის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, განხორციელებული პროექტი დადებითად შეაფასა, ევროკავშირის წარმომადგენლობას მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალური ენერგო-ეფექტური ღვინის საწარმოს შექმნას გულისხმობს. საწარმო მოახდენს არა მხოლოდ მეღვინეობის, არამედ ღვინოსთან დაკავშირებული მიმართულებების შესაძლებლობების ზრდას.

ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსია გაიმართა ბოლნისის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და დმანისის მუნიციპალიტეტებს შორის ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

ფორუმის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით შექმნილი აგროცენტრი დაათვალიერეს და ბოლნისის გერმანულ უბანში მდებარე ქართულ-გერმანული ღვინის სახლი მოინახულეს.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."