ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ნანახია: 192
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტთან, ქალაქ ბოლნისში მდებარე გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარე ოლივერ რაისნერი და საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი როლფ ბარაისი ესწრებოდნენ.

მხარეებმა შეხვედრაზე ქალაქ ბოლნისში არსებული ძველი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-რესტავრაციისთვის ფინანსების მოძიების საკითხზე იმსჯელეს.

ქალაქ ბოლნისში ამ ეტაპზე 21 ძველ გერმანულ შენობას აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული. აღსანიშნავია, ისიც რომ ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობებიც სწორედ კატერინენფელდის პერიოდშია აშენებული. გერმანული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-რესტავრაციის პროექტი არამარტო ძეგლებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნებას, არამედ მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და ეკონომიკური საქმიანობის განვითარებასაც ისახავს მიზნად.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."