,,ნუ დაწვავ ფოთოლს- გამოიყენე სასარგებლოდ", - ქალები გარემოს დასაცავად ერთიანდებიან

ნანახია: 521
სრული ინფორმაცია

ქალაქ ბოლნისში პროექტის ,,ქალები და სამოქალაქო აქტიურობა გარემოს დასაცავად"
საინფორმაციო ბანერი განთავსდა.

ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ,,ქალი და სამყარომ" კოალიციური პროექტის: “ქალები და სამოქალაქო აქტიურობა გარემოს დასაცავად” ფარგლებში დღეს ქალაქ ბოლნისში საინფორმაციო ბანერი განათავსა ფოთლების წვის მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ სლოგანით: ,,ნუ დაწვავ ფოთოლს, გამოიყენე სასარგებლოდ”.

საინფორმაციო ბანერი ქალთა სამოქალაქო ჩართულობისა და გააქტიურების ერთგვარი გამოხატულებაა გარემოს დასაცავად.

პროექტის ფარგებში 6 თვის განმავლობაში 9 ტრეინინგი და 6 შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ყურადღება გამახვილდა ფოთლებისა და საბურავების წვის მავნე პრაქტიკაზე, მის ზეგავლენაზე გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე.

აღნიშნული პროექტის მიზანიც სწორედ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებით, გარემოს დაბინძურებისაგან დაცვა და ნარჩენების გონივრულად გამოყენების ხელშეწყობაა.

ასევე მნიშვნელოვანი იყო :
• მოსახლეობის ინფორმირება მათ საკარმიდამო ნაკვეთებში მოგროვილი ფოთლების წვის მავნე შედეგებისა და ჯარიმების შესახებ
• კომპოსტირების მექანიზმების და მიღებული ორგანული სასუქის სარგებლიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
• ახალგაზრდების და მათ შორის განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალების გააქტიურების ხელშეწყობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გასაზრდელად;

პროექტის ფარგლებში,აღნიშნულ თემაზე , საჯარო სკოლებისთვის გამოცხადებულ კონკურსში - მცირე პოდკასტური ვიდეოების დამზადებაზე სამ გამარჯვებულ სკოლას ,,გარემოს ქომაგის” ჯილდო გადაეცემა.

კოალიციური პროექტი ხორციელდება ,,ქალი და სამყაროს" მიერ, ქალთა ფონდის საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის სამიზნე ლოკაციებია ქალაქ ბოლნისი, დაბა თამარისი, სოფლები: ნახიდური, რატევანი, სოფელი ბოლნისი, ჭაპალა, მუხრანა, აკაურთა და კიანეთი.

კოალიციაში გაერთიანებული ორგანიზაციებია: ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო“
„სომეხი ქალები-საქართველოს მოქალაქეები“ საინიციატივო ჯგუფი: „ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში“

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."