,,ქალი და სამყარომ" სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვებინარების ციკლი დაიწყო

ნანახია: 606
სრული ინფორმაცია

15 დეკემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო"  ონლაინ ვებინარი გამართა თემაზე: ,,სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე, როგორც დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ქმედება.

გენდერული დისკრიმინაციის ცნება შრომით ურთიერთობებში, კანონმდებლობა და სექსუალური შევიწროების ამკრძალავი მექანიზმები"ვებინარის 30-ზე მეტმა მონაწილემ ინფორმაცია მიიღო  ისეთი საკითხებზე,  როგორიცაა: დასაქმების ადგილებში გენდერული დიკრიმინაციია და სექსუალური შევიწროების არსებობა, რომელიც ქალებისთვის ქმნის მტრულ გარემოს და ხელს უშლის მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.

ვებინარში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის  სოფელ რატევანსა და ზოგადად ქვემო ქართლში მცხოვრებ ქალებს,  ქვემო ქართლის მასშტაბით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო ცენტრებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ან დაინტერესებულნი არიან ქალთა შრომითი უფლებების საკითხებით.
  
ვებინარზე მიღებული ცოდნა და ინფომაცია მონაწილეებს დაეხმაება კიდევ უფრო ინფორმირებულები გახდნენ და საჭირო ცოდნა გამოიყენონ, როგორც სამუშაო პრაქტიკაში, ისე  საკუთარ თემში. მუნიციპალურ დონეზე უზრუნველყონ ქალთა შრომითი ურთიერთობების კუთხით ადვოკატირების კამპანიები.

ვებინარი  გაიმართა ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციის ,,ქალი და სამყარო" პროექტის: “ქალთა კოალიცია და ქალთა რადიო WW შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის  პრევენციისთვის“ ფარგლებში, რომელიც ქალთა ფონდი საქართველოში  და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

პროექტის მიზანია ქალთა ჩართულობით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."