RadioWW / » არჩევნები 2024 » 10:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 275 948 (7,85%) ამომრჩეველი მივიდა.
სრული ინფორმაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 275 948 (7,85%) ამომრჩეველი მივიდა.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება.
არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია. პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს. 64 მუნიციპალიტეტში მერობის სულ 121 კანდიდატია. მათგან 9 თბილისში.
წყარო: ცესკო