Главная > არჩევნები 2024 / სიახლეები / პოლიტიკა > 10:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 275 948 (7,85%) ამომრჩეველი მივიდა.

10:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 275 948 (7,85%) ამომრჩეველი მივიდა.


4-10-2025, 10:47. Разместил: mariko
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 275 948 (7,85%) ამომრჩეველი მივიდა.

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება.

არჩევნებში მონაწილეობს 12 პოლიტიკური პარტია. პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს. 64 მუნიციპალიტეტში მერობის სულ 121 კანდიდატია. მათგან 9 თბილისში.

Вернуться назад