სრული ინფორმაცია
გადაცემის თემაა: სამოქალაქო საზოგადოება და მათ საქმიანობა.
ახალგაზრდობა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელმაც ცვლილებებისა და განვითარების პროცესში არა უბრალოდ მონაწილის როლი შეიძლება ითამაშოს, არამედ თავად იქცეს გარდამტეხი პროცესების ინიციატორად ,განვითარების პროცესში ასევე მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა.
ეს ყველაფერი ერთად ქმნის ხელსაყრელ გარემოს ახალგაზრდების და, შესაბამისად, საზოგადოების განვითარებისთვის.
გადაცემის სტუმარია „ალგეთის სათემო ცენტრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი აიშან გიზბასოვა, რომელიც უფრო ვრცლად გვიამბობს ორგანიზაციაზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე.
მასალა მომზადებულია ქალთა გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქალები გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყარო” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ქალთა გლობალური ფონდის შეხედულებებს.