CENN- ის მედია ტური მარნეულის მუნიციპალიტეტში

ნანახია: 89
სრული ინფორმაცია

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობები მარნეულში - CENN- მა 7 სოფელში 15 ფერმერს 171 ათასი ლარის საგრანტო იდეები დაუფინანსა.
მხარდაჭერით, 6 ოქტომბერს CENN მა, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით მარნეულის მუნიციპალიტეტში მედია ტური გამართა.
მედია ტურში მონაწილეობა 10- მდე მედიის 15-მდე ჟურნალისტმა მიიღო.
მედია ტურის თემა იყო კლიმატის ცვლილების გავლენა სოფლის მეურნეობაზე. გახშირებული ექსტრემალური ამინდები: გვალვები, წყალმოვარდნები, განსაკუთრებულად მოწყვლადს ხდის სოფლის მეურნეობის სექტორს, გარდა ამისა
სასურსათო უსაფრთხოებისა და ფერმერების შემოსავლების შენარჩუნებისათვის , კრიტიკულად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის დანერგვა.
მედიატურის მიზანი იყო ცნობიერების გაზრდა სოფლის მეურნეობის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის აუცილებლობის შესახებ.
მედიის დაინტერესებულ წარმომადგენლებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკებს,
ათამდე მედიის წარმმადგენელმა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სასოფლო-სამეურნეო 9 ინიციატივა მოინახულა.
მედიატური ორგანიზებულია “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."