კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI დაიწყო

ნანახია: 767
სრული ინფორმაცია

CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალ პროექტსკლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” იწყებს.

პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) განვითარება და  ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის დანერგვისთვის საჭირო მექანიზმების ჩამოყალიბება.

 

პროექტი ორიენტირებული იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სათემო ინსტიტუტების, ფერმერების, ქალების, ახალგაზრდების, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებაზე, რაც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA) გათვალისწინებით, კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკების დანერგვას გულისხმოს.

 

პროექტი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს საქმიანობებს შემდეგი მიმართულებით:

  • მუნიციპალიტეტის დონეზე კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის მექანიზმების ჩამოყალიბება: შეიქმნება მრავალსექტორული სამუშაო ჯგუფი (MSWG), გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დარგობრივი ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნება კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის ჩარჩო დოკუმენტისა და კლიმატის ცვლილების ადაპტაციის გეგმა, რომლებიც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე,
  • სათემო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერება კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების (HRBA) დასანერგად: შეიქმნება შესაძლებლობების განვითარების პროგრამა, ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები, სემინარები, შეხვედრები, დისკუსიები, თემატური ტრენინგები და ახალგაზრდული მწვანე ბანაკები; სოფლის მეურნეობის დარგში სასწავლო ვიზიტებისა და გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიების თემაზე ჩატარდება მედიატურები. ამასთანავე, კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის შესახებ მომზადდება სასწავლო მასალები.
  • შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით დაფინანსდება ადგილობრივი ინიციატივები (ქვე-გრანტები) და შეიქმნება ქალთა სოფლის მეურნეობის კოოპერატივი.

პროექტსPRAISE MARNEULI “ HEKS- EPER –ის ფინანსური მხარდაჭერით  ახორციელებს CENN. პროექტის საერთო ბიუჯეტია 399,351 შვეიცარიული ფრანკი. პროექტი 2021 წლის იანვარში დაიწყო და  2025 წლის იანვარში დასრულდება.

წყარო: CENN


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."