აშშ-ის ელჩი უკრაინაში - ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს

ნანახია: 151
სრული ინფორმაცია

უკრაინაში რუსეთის ძალადობის საშინელი კადრები - ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სხვები კი მძიმედ დაშავდნენ, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას იმისთვის, რომ რუსეთმა, მის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, პასუხი აგოს.

„კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს. შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს“, - აცხადებს ელჩი.

შეგახსენებთ, ხარკოვში, რუსეთის მიერ „ნოვა-ფოსტას“ ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ფოსტის ექვსი თანამშრომელი დაიღუპა და 16 დაშავდა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."