Главная > მსოფლიო > აშშ-ის ელჩი უკრაინაში - ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს
აშშ-ის ელჩი უკრაინაში - ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს22-10-2023, 19:25. Разместил: mariko |
უკრაინაში რუსეთის ძალადობის საშინელი კადრები - ხარკოვში საფოსტო ოფისზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სხვები კი მძიმედ დაშავდნენ, - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას იმისთვის, რომ რუსეთმა, მის მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, პასუხი აგოს. „კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს. შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს“, - აცხადებს ელჩი. შეგახსენებთ, ხარკოვში, რუსეთის მიერ „ნოვა-ფოსტას“ ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ფოსტის ექვსი თანამშრომელი დაიღუპა და 16 დაშავდა. Вернуться назад |