ანჯეი დუდა - ყირიმი არის და იქნება უკრაინა, ისევე როგორც გდანსკი და ლუბლინი ეკუთვნის პოლონეთს

ნანახია: 307
სრული ინფორმაცია

ყირიმი არის და იქნება უკრაინა, ისევე როგორც გდანსკი და ლუბლინი ეკუთვნის პოლონეთს, ისევე როგორც ნიცა ეკუთვნის საფრანგეთს, კიოლნი კი გერმანიას, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

დუდას განცხადებით, ზოგიერთმა ლიდერმა ხელახლა უნდა გადაიაზროს დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის მიმართ დაყვავების პოლიტიკა საქმეს გამოასწორებდა. აღნიშნულ კონტექსტში პოლონეთის პრეზიდენტმა „Nord Stream 2” გაზსადენის მშენებლობა გაიხსენა.

„რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობას ვერ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, იმ დროს როდესაც რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, როდესაც მას უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკის ნამდვილი გადასინჯვა „Nord Stream 2”-ის გაჩერება კი არა, მისი დემონტაჟი, ლიკვიდაცია იქნება. მარიუპოლის, ბუჩას, კიევის, ხარკოვის შემდეგ, რუსეთი ვალდებულია, არამხოლოდ თებერვლის წინა პოზიციებს დაუბრუნდეს, არამედ სრულად გაათავისუფლოს უკრაინა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით,“ - განაცხადა დუდამ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."