მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს

ნანახია: 497
სრული ინფორმაცია

მეშახტეები, რომლებიც პროტესტის ნიშნად შახტაში იყვნენ, ამოვიდნენ. როგორც On.ge-ს ერთ-ერთმა მეშახტემ განუცხადა, პროტესტი შეწყდა მიწის ქვეშ, მაგრამ გრძელდება მიწის ზევით.

"ანუ, ის 9 მეშახე ამოვიდა, თუმცა მუშაობს არ ვაგრძელებთ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ტყიბულის დეპუტატმა მოგვცა სიტყვა და მაგიტომ ამივიდნენ მეშახტეებიც. ხვალ, 10:00-დან დაიწყება მოლაპარაკებები და იმის მიხედვით გადაწყდება ყველაფერი", — ამბობს ძიძიგურის შახტში დასაქმებული, რუსლან ბუცხრიკიძე.

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის 9 მუშა პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიოდა. ისინი კომპანიის მხრიდან განახევრებული ხელფასების დარიცხვას აპროტესტებენ.

"არასწორი დაგეგმარება იყო. გეგმა მოგვცეს ძალიან ზედმეტი [გეგმა]. შემდეგ ეს გეგმა ვერ შევასრულეთ. გაზი იყო და ვერ შევდიოდით სამუშაო ადგილზე, გაგვაცდინა ამან", — ამბობს ერთ-ერთი მეშახტე.

პროფკავშირების წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, იანვარში დაგეგმილზე ნაკლები ქვანახშირის მოპოვების გამო, მეშახტეებს კომპანიამ ნაკლები ხელფასი დაუანგარიშა, რასაც დასაქმებულების პროტესტი მოჰყვა.

კომპანია საქნახშირში დასაქმებულების პროტესტს გაურკვეველს უწოდებენ. მათი მტკიცებით, N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზით, შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებენ, რამაც, როგორც კომპანია ირწმუნება, უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის შახტში დასაქმებულები ადგილზე არსებულ სამუშაო პირობებს ხშირად აპროტესტებენ. გასული წლის მარტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, 5 მეშახტე მოიწამლა. მეშახტეები მოწამვლას ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტების დამაკავშირებელ გვირაბში დაგროვილ მხუთავ აირებს უკავშირებდნენ

წყარო: On.ge


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."