,,ქართული დროშის ქვეშ იბრძოდნენ თაობები ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება:, - არცილ თალაკვაძე

ნანახია: 1 112
სრული ინფორმაცია

,,ქართული დროშის ქვეშ იბრძოდნენ თაობები ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება:, - არცილ თალაკვაძე


საქართვეოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მოქალაქეებს მიუყლოცა. ,,14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა. დროშა ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი სიმბოლოა და მის ქვეშ ყველა ერთად ვშრომობთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. ის აერთიანებს ყველას, ვისთვისაც საქართველო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი მნიშვნელოვანი და ძვირფასია. ქართული დროშის ქვეშ იბრძოდნენ თაობები ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს და წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მწამს, რომ ამ შრომის შედეგად, ჩვენ გავხდებით დასავლური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ქართული დროშა ამაყად იფრიალებს ევროპულ სახელმწიფოთა დროშებს შორის.


გილოცავთ ყველას, ვინც სიამაყით ატარებთ და ასახელებთ ქართულ დროშას - განსაკუთრებით, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, სპორტსმენებს, ყველას, ვინც ზუსტად იცით, რომ სამშობლოზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია", - აღნიშნა საკუთარ მილოცვაში არჩილ თალაკვაძემ.


კომენტარის დატოვება

დამცავი კოდი:*
reload, if the code cannot be seen

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."