RadioWW / » სიახლეები » საზოგადოება » საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
სრული ინფორმაცია
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა დღეს კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრი გამოხატავს საფრანგეთის სოლიდარობას უკრაინის მიმართ და მეტ მხარდაჭერას შესთავაზებს ქვეყანას.
მათივე ცნობით, მხარეები განიხილავენ უკრაინიდან მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის ექსპორტის ბლოკირების საკითხს.
უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ბუჩას ეწვევა და სამოქალაქო უსაფრთხოების აღჭურვილობას, მათ შორის სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს, გადასცემს.
წყარო: ინტერპრესნიუსი