ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება და ვიღაცას ერთიც არ დარჩება

ნანახია: 372
სრული ინფორმაცია

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს და ჩვენ არავის მივცემთ ჩვენი ისტორიის არც ერთ ნაწილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებმაც ჰიტლერის საწინააღმდეგო კოალიციის სხვა ერებთან ერთად დაამარცხეს ნაციზმი და არავის მივცემთ ამ გამარჯვების მითვისების უფლებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

„ეს არ არის ორი ჯარის ომი. ეს არის ორი მსოფლმხედველობის ომი. ბარბაროსების მიერ დაწყებული ომი, რომლებმაც დაბომბეს სკოვოროდას მუზეუმი და თვლიან, რომ მათ რაკეტებს შეუძლიათ გაანადგურონ ჩვენი ფილოსოფია. ეს აღიზიანებს მათ. ეს მათთვის უცნობია. ეს აშინებს მათ. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი გზა. დღეს ჩვენ ამ გზაზე ვიბრძვით და ჩვენი მიწის ერთ ნაჭერსაც არავის მივცემთ.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვების დღეს და ჩვენ არავის მივცემთ ჩვენი ისტორიის არც ერთ ნაწილს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებმაც ჰიტლერის საწინააღმდეგო კოალიციის სხვა ერებთან ერთად დაამარცხეს ნაციზმი და არავის მივცემთ ამ გამარჯვების მითვისების უფლებას.

ჩვენი მტერი ოცნებობდა, რომ უარს ვიტყოდით 9 მაისის აღნიშვნაზე და ნაციზმზე გამარჯვებაზე, რათა სიტყვა „დენაციფიკაციას“ მიეცეს შანსი. მილიონობით უკრაინელი ებრძოდა ნაციზმს და გაიარა რთული და გრძელი გზა. ნაცისტები განდევნეს ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ხოლო ხერსონი, მელიტოპოლი და ბერდიანსკი ოკუპანტებისგან განთავისუფლდნენ. ნაცისტები განდევნეს იალტიდან, სიმფეროპოლიდან, ქერჩიდან და მთელი ყირიმიდან. მარიუპოლი გაათავისუფლეს ნაცისტებისგან. მათ ნაცისტები გააძევეს მთელი უკრაინიდან, მაგრამ ქალაქები, რომლებიც მე დავასახელე, განსაკუთრებით შთაგვაგონებს, რწმენას გვაძლევს, რომ ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან აუცილებლად განვდევნით,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ნაციზმზე გამარჯვების დღეს იბრძვიან ახალი გამარჯვებისთვის.

„მისკენ გზა რთულია, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. რა არის ჩვენი უპირატესობა მტერზე? ჩვენ ერთი წიგნით უფრო ჭკვიანები ვართ. ეს არის სახელმძღვანელო უკრაინის ისტორიის შესახებ. ჩვენ არ გვეცოდინებოდა მწუხარება, ჩვენს ყველა მტერს რომ წაეკითხა და სწორი დასკვნები გამოეტანა.

24 თებერვალს რუსეთმა შეტევა დაიწყო. ყოველი ოკუპანტი, რომელიც ჩვენს მიწაზე მოდის, მასზე ფეხზე დგამს, ერთსა და იმავე გზას მიუყვება. ჩვენ გამოვიარეთ სხვადასხვა ომი, მაგრამ ყველას ერთი და იგივე ფინალი ჰქონდა.

ჩვენს მიწაზე ტყვიები და ჭურვები დათესეს, მაგრამ ვერც ერთმა მტერმა ვერ შეძლო აქ ფესვების გადგმა. მტრის ტანკები დადიოდნენ ჩვენს მინდვრებში, მაგრამ ამან ნაყოფი არ გამოიღო. მტრის ისრები და რაკეტები დაფრინავდნენ ჩვენს ცაზე, მაგრამ ვერავინ დაჩრდილავს ჩვენს ცისფერ ცას.

არ არსებობს ბორკილები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი თავისუფალი სულის შებოჭვა. არ არსებობს ოკუპანტი, რომელიც ჩვენს თავისუფალ მიწაზე ფესვს გაიდგამს. არ არსებობს დამპყრობელი, რომელსაც შეუძლია ჩვენს თავისუფალ ხალხზე გაბატონება. ადრე თუ გვიან ჩვენ გავიმარჯვებთ. მიუხედავად ურდოსა, ნაციზმისა, პირველისა და მეორისა ერთად, რომელიც ახლანდელი მტერია, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ეს ჩვენი მიწაა.

ჩვენ არასდროს გვიბრძოლია არავის წინააღმდეგ. ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით საკუთარი თავისთვის. ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. რათა ჩვენი წინაპრების გამარჯვება ფუჭი არ ყოფილიყო. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის და ამიტომ გავიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში. სადაც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა და ყოველი მეხუთე უკრაინელი ვერ დაბრუნდა შინ. საერთო ჯამში, ომს მინიმუმ 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ არ ვამბობთ "ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ". რადგან მხოლოდ შეშლილს შეუძლია მოისურვოს ომის 2194 დღის გამეორება. ის, ვინც დღეს იმეორებს ჰიტლერის რეჟიმის საშინელ დანაშაულებს, მისდევს ნაცისტურ ფილოსოფიას, აკოპირებს ყველაფერს, რაც მათ გააკეთეს, ის განწირულია, რადგან მილიონობით წინაპარმა დაწყევლა, როცა მათი მკვლელის მიბაძვა დაიწყო და ამიტომ ის დაკარგავს ყველაფერს.

ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება და ვიღაცას ერთიც არ დარჩება. მაშინ გავიმარჯვეთ, ახლაც გავიმარჯვებთ! და ხრეშჩატიკი იხილავს გამარჯვების აღლუმს - უკრაინის გამარჯვებას!“- აღნიშნა ზელენსკიმ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."