2021 წელს ჯამში საქართველოს 2 504 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა

ნანახია: 396
სრული ინფორმაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნების 2021 წლის სტატისტიკა გამოქვეყნა. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, 2021 წელს ჯამში საქართველოს 2 504 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2021 წელს საქართველომ სულ 2 547 რეადმისიის განაცხადი მიიღო. აქედან 2 504 განაცხადი - დააკმაყოფილა, ხოლო 43-ზე - უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.

რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი - 1 298 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს,

საფრანგეთიდან - 550;


საბერძნეთიდან - 135,


შვეიცარიიდან -127,


იტალიიდან - 66;


ესპანეთიდან 55;


შვედეთიდან - 38,


ავსტრიიდან - 37,


ხოლო სხვა ქვეყნებით მათი რაოდენობა კიდევ უფრო მცირეა.

ცნობისთვის, საქართველოს რეადმისიის შეთანხმებები გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, დანიასთან, ნორვეგიასთან, მოლდოვასთან და ა.შ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."