Главная > საზოგადოება > 2021 წელს ჯამში საქართველოს 2 504 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა
2021 წელს ჯამში საქართველოს 2 504 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა3-02-2022, 13:30. Разместил: mariko |
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნების 2021 წლის სტატისტიკა გამოქვეყნა. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, 2021 წელს ჯამში საქართველოს 2 504 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2021 წელს საქართველომ სულ 2 547 რეადმისიის განაცხადი მიიღო. აქედან 2 504 განაცხადი - დააკმაყოფილა, ხოლო 43-ზე - უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი - 1 298 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საფრანგეთიდან - 550; საბერძნეთიდან - 135, შვეიცარიიდან -127, იტალიიდან - 66; ესპანეთიდან 55; შვედეთიდან - 38, ავსტრიიდან - 37, ხოლო სხვა ქვეყნებით მათი რაოდენობა კიდევ უფრო მცირეა. ცნობისთვის, საქართველოს რეადმისიის შეთანხმებები გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, დანიასთან, ნორვეგიასთან, მოლდოვასთან და ა.შ. Вернуться назад |