ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ პროვოკაციებს მოახდენდნენ, შეიძლება რამდენიმე კაციც მოკლან

ნანახია: 357
სრული ინფორმაცია

სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, ჩვენ ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ ნიკა მელია და სხვა ლიდერები, მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა, ღიად არიან სააკაშვილთან დაპირისპირებაში, მის მიმართ აგრესია და სიძულვილი აქვთ და არავინ არ იცის, ვინ რა პროვოკაციაზე წავა.

„სააკაშვილს თეორიულად ერთადერთი სცენარი რჩება თავში. რა თქმა უნდა, აცნობიერებს, რომ ციხეში ძალიან დიდხანს მოუწევს ყოფნა. ინფორმაცია მაქვს, რომ როცა წავიდა საქართველოდან, მას ეგონა, რომ დაახლოებით 2 წელში -2016 წელს დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. წარმოიდგინეთ, რა სიბრიყვეში ცხოვრობს ადამიანი, ახლაც იმედი აქვს, რომ ციხეში დიდხანს არ დარჩება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ერთადერთი გეგმა, რაც შემუშავებული აქვთ, არის შემდეგი, რომ რაიმენაირად ჩვენ მას გადავიყვანდით კერძო კლინიკაში.

მოგეხსენებათ, რომ კერძო კლინიკაში არანაირი პირობა არ არის, პაციენტია, კოვიდია, უამრავი მიმსვლელია, სამოქალაქო კლინიკაა, ბუნებრივია და არავითარი უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. იქ სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები ვერ დაიცავენ სათანადო დონეზე მის და სხვების- კლინიკაში მყოფი სამოქალაქო პირების უსაფრთხოებას. თეორიულად მათ გეგმას რომ გავყვეთ, იმ შემთხვევაში, სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და რა თქმა უნდა, მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, ჯაჯგური, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, აქაც ვუბრუნდები იმ პირველს სცენარს, იგივე სცენარია დაწერილი, აბსოლუტურად ერთი-ერთში. მანდაც ანალოგიურად იგივე პროვოკაციებს მოახდენდნენ, შეიძლება რამდენიმე კაციც მოკლან, ეს არის მისი ერთადერთი, თეორიული, გიჟური სცენარი. შიმშილობაც მაგიტომ არის ორგანიზებული, მას ყველაფერი თავისი მოკლე ჭკუით დალაგებული აქვს. რა თქმა უნდა, ეს კაცი ილუზიაშია და ჯერ კიდევ ვერ ხვდება საერთოდ სად არის.  ჩვენ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე მას წარმოუდგენია. ასე რომ, ძვირფასო საზოგადოებავ, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."