Главная > პოლიტიკა > ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ პროვოკაციებს მოახდენდნენ, შეიძლება რამდენიმე კაციც მოკლან
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ პროვოკაციებს მოახდენდნენ, შეიძლება რამდენიმე კაციც მოკლან29-10-2021, 12:01. Разместил: mariko |
სააკაშვილს კერძო კლინიკაში თუ გადავიყვანდით, 4-5 ათასი ადამიანის მობილიზებას შეძლებდნენ და მოგვიწევდა მუდმივი ქაოსი, პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება, ჩვენ ამ პროვოკაციას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ ნიკა მელია და სხვა ლიდერები, მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა, ღიად არიან სააკაშვილთან დაპირისპირებაში, მის მიმართ აგრესია და სიძულვილი აქვთ და არავინ არ იცის, ვინ რა პროვოკაციაზე წავა. „სააკაშვილს თეორიულად ერთადერთი სცენარი რჩება თავში. რა თქმა უნდა, აცნობიერებს, რომ ციხეში ძალიან დიდხანს მოუწევს ყოფნა. ინფორმაცია მაქვს, რომ როცა წავიდა საქართველოდან, მას ეგონა, რომ დაახლოებით 2 წელში -2016 წელს დაბრუნდებოდა ხელისუფლებაში. წარმოიდგინეთ, რა სიბრიყვეში ცხოვრობს ადამიანი, ახლაც იმედი აქვს, რომ ციხეში დიდხანს არ დარჩება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ერთადერთი გეგმა, რაც შემუშავებული აქვთ, არის შემდეგი, რომ რაიმენაირად ჩვენ მას გადავიყვანდით კერძო კლინიკაში. Вернуться назад |