ევროკავშირის წარმომადგენლობა - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და მისი ხალხის შეუპოვრობას გვახსენებს - იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება

ნანახია: 143
სრული ინფორმაცია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და იმედს გამოთქვამს, რომ „ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება“.

როგორც წარმომადგენლობის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახელმწიფო დროშა ქვეყნის მდიდარ ისტორიას ასახავს.

„საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და მისი ხალხის შეუპოვრობას გვახსენებს.

იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება.

დაე, საქართველოს დროშა მუდამ ამაყად ფრიალებდეს!“, - ნათქვამია განცხადებაში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."