Reuters - კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს

ნანახია: 280
სრული ინფორმაცია

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, კამალა ჰარისი არჩევანს პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორ ტიმ უოლცს შორის გააკეთებს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ფილადელფიაში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებაზე წარადგენს.

ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე დელეგატების 99%-მა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ხმის მიცემის პროცესი ონლაინ ფორმატში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კამალა ჰარისის კანდიდატურა ახლა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნულმა ყრილობამ უნდა დაადასტუროს, რომელიც 19 აგვისტოს დაიწყება.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."