ვოლოდიმირ ზელენსკი - ველოდებით ევროკავშირის ისტორიულ დასკვნას, უკვე ვამზადებთ შემდგომ ნაბიჯებს

ნანახია: 548
სრული ინფორმაცია

ველოდებით ევროკავშირის ისტორიულ დასკვნას - ანგარიშს უკრაინის მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შესახებ და უკვე ვამზადებთ შემდგომ ნაბიჯებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინამ ევროკავშირთან მიახლოებაში უკვე დიდი გზა გაიარა და ჩვენმა სახელმწიფომ კარგად იცის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ყველა იმ ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უკვე არის ევროკავშირის წევრი და სურს იხილოს ახალი სახელმწიფო ევროკავშირში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."