ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, თქვენ კი ქვეყნის ევროპული მომავალი მხოლოდ სპეკულაციებისთვის და იარაღად გჭირდებათ

ნანახია: 220
სრული ინფორმაცია

ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, თქვენ კი ქვეყნის ევროპული მომავალი მხოლოდ სპეკულაციებისთვის და იარაღად გჭირდებათ, - ასე მიმართა ოპოზიციას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მისივე შეფასებით, პარლამენტში კანონპროექტებისთვის რუსული იარლიყის მიკერება დანაშაულია.

„ღალატი არის ის რასაც თქვენ ყოველდღიურად აკეთებთ: შეგნებულად ლობირებთ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი ამ ხელისუფლების პირობებში და შემდეგ ეს გამოიყენოთ თქვენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. დანაშაულია რასაც ვაშაძე და მისი კომპანია აკეთებს დღეს ბრიუსელში; დანაშაულია რუსული იარლიყის მიკერება საქართველოს პარლამენტში
კანონპროექტებისთვის და ზოგადად საკანონმდებლო პროცესისთვის; დანაშაულია, როცა საქართველოს ხელისუფლებას ეძახით რუსულს და ამით ისეთი პროცესების გამოწვევა გსურთ, რაც ქვეყანას არა თუ ევროპულ მომავალს დააკარგვინებს, არამედ არსებობა შეიძლება დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის. ჩვენ ევროკავშირში წევრობა ქართული იდენტობის, ღირსების, საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს მომავალი თაობის თავისუფლების დასაცავად გვინდა და არა ცალ ფეხზე დგომა კუთხეში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."