დავით უსუფაშვილი - მთავრობა მართალია - დღეს რომ ძლიერი ქარია, ოპოზიციის ბრალია, ორი კვირა ყინვები რომ იყო, ესეც ოპოზიციის ბრალია - ყველაფერი, რაც არასწორი ხდება, ოპოზიციის ბრალია!

ნანახია: 579
სრული ინფორმაცია

მთავრობა მართალია - დღეს რომ ძლიერი ქარია, ოპოზიციის ბრალია, ორი კვირა ყინვები რომ იყო, ესეც ოპოზიციის ბრალია - საერთოდ ყველაფერი, რაც არასწორი ხდება, ოპოზიციის ბრალია! - ასე პასუხობს პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.

„ეს უკვე კომიკურია და ამაზე კომენტარები შეუძლებელია", - აღნიშნა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ მოქალაქეები საწვავის ფასების და ინფლაციის საკითხზე შეცდომაში შეიყვანონ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."