სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონებაა

ნანახია: 428
სრული ინფორმაცია

სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.

კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების საცხოვრებელი ფართია დატვირთული, ხოლო მე-3 ადგილზეა „ვითიბი ბანკი“ 1,634 მლრდ ლარით.

Top-5 ბანკი, სადაც სესხის სანაცვლოდ ყველაზე მეტი საცხოვრებელი სახლია დატვირთული:

  • „საქართველოს ბანკი“ – 12 277 450 100 ლარი
  • „თიბისი ბანკი“ – 9 614 293 806 ლარი
  • „ვითიბი ბანკი“ – 1 634 247 416 ლარი
  • „ტერა ბანკი“ – 1 589 460 740 ლარი
  • „ლიბერთი ბანკი“ – 962 056 302 ლარი

რაც შეეხება 2019 წელს, მაშინ სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 22,610 მილიარდი ლარის უძრავი ქონება იყო დატვირთული.

წყარო: bpn

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."