Главная > ეკონომიკა > სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონებაა
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონებაა25-02-2021, 22:56. Разместил: mariko |
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული. კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების საცხოვრებელი ფართია დატვირთული, ხოლო მე-3 ადგილზეა „ვითიბი ბანკი“ 1,634 მლრდ ლარით. Top-5 ბანკი, სადაც სესხის სანაცვლოდ ყველაზე მეტი საცხოვრებელი სახლია დატვირთული:
რაც შეეხება 2019 წელს, მაშინ სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 22,610 მილიარდი ლარის უძრავი ქონება იყო დატვირთული. ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა. Вернуться назад |