ზეთი 27%-ით გაძვირდა, რძის პროდუქტი – 11.3%-ით, პური – 7%-ით – სებ

ნანახია: 623
სრული ინფორმაცია

2020 წლის დეკემბერში, გასულ წელთან შედარებით, სურსათი 6.7%-ით გაძვირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-მა დეკემბრის “თვის მიმოხილვა”, რომელიც მაკროეკონომიკურ მონაცემებს უყრის თავს, 29 იანვარს გამოაქვეყნა. 

რეგულატორი ინფლაციასა და სამომხმარებლო ფასების შესახებ წერს, რომ 2020 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები 1%-ით გაიაფდა, წლიური ინფლაციის დონემ კი 2.4% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია.

თუმცა, ინფლაციის დონის კლება პოზიტიურად არ ასახულა საბაზისო სასურსათო პროდუქტზე. წინა წელთან შედარებით, სურსათი 6.7%-ითაა გაძვირებული, რაშიც უდიდეს წილს შემდეგი პროდუქცია იკავებს:

  • პური და პურპროდუქტები – 7%
  • თევზეული – 8.8%
  • რძე, ყველი და კვერცხი – 11.3%
  • ზეთი და ცხიმი – 27.2%
  • ჯანდაცვა – 9.6%

გარდა ამისა, წლიური ინფლაციის დონე იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმის მიხედვით განსხვავებულია - იმპორტირებული საქონელი მხოლოდ 0.5%-ითაა გაძვირებული, როცა ადგილობრივ ნაწარმზე 3.6% მოდის. 

ვრცლად დეკემბრის თვის მიმოხილვა შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

წყარო: ტაბულა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."