Главная > ეკონომიკა > ზეთი 27%-ით გაძვირდა, რძის პროდუქტი – 11.3%-ით, პური – 7%-ით – სებ
ზეთი 27%-ით გაძვირდა, რძის პროდუქტი – 11.3%-ით, პური – 7%-ით – სებ1-02-2021, 01:09. Разместил: mariko |
2020 წლის დეკემბერში, გასულ წელთან შედარებით, სურსათი 6.7%-ით გაძვირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-მა დეკემბრის “თვის მიმოხილვა”, რომელიც მაკროეკონომიკურ მონაცემებს უყრის თავს, 29 იანვარს გამოაქვეყნა. რეგულატორი ინფლაციასა და სამომხმარებლო ფასების შესახებ წერს, რომ 2020 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ფასები 1%-ით გაიაფდა, წლიური ინფლაციის დონემ კი 2.4% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია. თუმცა, ინფლაციის დონის კლება პოზიტიურად არ ასახულა საბაზისო სასურსათო პროდუქტზე. წინა წელთან შედარებით, სურსათი 6.7%-ითაა გაძვირებული, რაშიც უდიდეს წილს შემდეგი პროდუქცია იკავებს:
გარდა ამისა, წლიური ინფლაციის დონე იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმის მიხედვით განსხვავებულია - იმპორტირებული საქონელი მხოლოდ 0.5%-ითაა გაძვირებული, როცა ადგილობრივ ნაწარმზე 3.6% მოდის. Вернуться назад |