კინემატოგრაფიული კოშმარები: ყველაზე ძვირად ღირებული ჰორორები მსოფლიოში

ნანახია: 207
სრული ინფორმაცია

საშინელებათა ფილმები დიდი ხანია მაყურებელს შიშისა და შფოთვის გამოწვევის უნარით ხიბლავს. მსოფლიო კინემატოგრაფია საშინელებათა, ფენტეზისა და ფსიქოლოგიური მისტიკის ჟანრის წარმოებაზე ფინანსებს არ იშურებს, რადგან როგორც წესი, მისი კინოგაქირავებიდან შემოსული მოგება კოლოსალურია.


თუმცა, არსებობს გამორჩეული ჰორორები, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღემდე ყველაზე აქტუალურ ფილმებად მიიჩნევიან:

Hannibal (2001) - 87 მილიონი დოლარი

The Silence of the Lambs-მა 1991 წელს უზარმაზარ ფინანსურ მოგებას მიაღწია. ფილმმა სალაროებში 250 მილიონი დოლარი შეაგროვა და ოსკარის ხუთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

ფილმი ათი წლის შემდეგ გაგრძელდა სახელწოდებით - Hannibal. რეჟისორმა რიდლი სკოტმა და მისმა გუნდმა მისი გადაღებისთვის ბიუჯეტი 87 მილიონი დოლარი დახარჯეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმმა ვერ მოიპოვა კრიტიკოსების მოწონება (და არ მოიპოვა ოსკარის არცერთი ნომინაცია), მან სალაროებში გლობალურად 350 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.


End of Days (1999) - 100 მილიონი დოლარი

1980-იან და 1990-იან წლებში არნოლდ შვარცენეგერი იყო ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინოვარსკვლავი. მაშასადამე, ზებუნებრივ საშინელებათა ფილმში მისი გადაღება სოლიდური 100 მილიონი დოლარის ბიუჯეტით, რომლის მეოთხედიც მის ხელფასზე იყო გამოყოფილი, იმ დროისთვის პერსპექტიულ კონცეფციად ჩანდა. ფილმი წარმატებული აღმოჩნდა. ნამუშევარმა დაახლოებით 150 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


The Wolfman (2010) - 150 მილიონი დოლარი

გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, როგორც შემოქმედებით ხედვასთან, ასევე საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო, რეჟისორმა მარკ რომანეკმა და Universal Studios-მა გადაწყვიტეს თანამშრომლობის შეწყვეტა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჯო ჯონსტონი პროექტის სათავეში.

მას 85 მილიონი დოლარის ბიუჯეტი გამოუყვეს და ფილმის დასრულება 80 დღეში დაევალა. თუმცა, მან გააფართოვა წარმოება 80-დღიანი ვადის მიღმა და საბოლოო ბიუჯეტი თითქმის 150 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.


Van Helsing (2004) - 160 მილიონი დოლარი

Van Helsing 2004 წელს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფილმის ათეულში, რომელიც ოდესმე გადაღებულა, მისი ბიუჯეტი 160 მილიონ დოლარზე მეტი იყო. სტუდიის საბედნიეროდ, ფილმმა მოახერხა საერთაშორისო აუდიტორიის მოზიდვა და დამატებით 180 მილიონი დოლარი მოიპოვა მთელ მსოფლიოში.


World War Z (2013) - 190 მილიონი დოლარი

World War Z-ის თავდაპირველი ბიუჯეტი 125 მილიონი აშშ დოლარი იყო. თუმცა, გადაღებების დამატებითმა შვიდმა კვირამ ბიუჯეტი მინიმუმ 190 მილიონ დოლარამდე გაზარდა, რამაც World War Z ამ სიის სათავეში მიიყვანა.

ფილმმა ბრედ პიტის მონაწილეობით 540 მილიონი დოლარის დაგროვება მოახერხა და მოიპოვა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ზომბების ფილმის სტატუსი.

წყარო: therichest.com


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."