ვინ ფლობს ავსტრალიას – კერძო პირები, რომლებიც ყველაზე დიდი ტერიტორიების მესაკუთრეები არიან

ნანახია: 221
სრული ინფორმაცია

7.7 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე გადაფენილი, სიდიდით მეექვსე ქვეყანა მსოფლიოში, ავსტრალიაა. 770 მილიონი ჰექტარი მიწა ადგილობრივ მოსახლეობას, მთავრობას, კერძო პირებსა და კომპანიებს ეკუთვნის.

ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს ბოლო მონაცემებით, კერძო საკუთრებაშია ავსტრალიის მიწის 62,7%. გთავაზობთ 50-დან 10 ყველაზე მსხვილ კერძო მესაკუთრეს, რომლებიც მიწებთან ერთად საკმაოდ განვითარებულ ბიზნესებსაც ფლობენ.

მაკდონალდსის ოჯახი: 3,36 მილიონი ჰექტარი

მაკდონალდსების ოჯახი, რომლებიც მიწათმოქმედებას მე -19 საუკუნის დასაწყისიდან მისდევენ, ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და წონად ოჯახად ითვლება. ისინი ამჟამად “ქუინზლენდის“ გულში 3,36 მილიონ ჰექტარ მიწას ფლობენ, სადაც უამრავი ფერმა და სხვა აგრო კულტურის წარმოება მიმდინარეობს. ოჯახი ჯამში 175,000 მსხვილფეხა საქონელს ინარჩუნებს.

გაი ჰენდსი და სხვადასხვა აქციონერები: 3,6 მილიონი ჰექტარი

ავსტრალიის უდიდეს კერძო საქონლის ხორცის მწარმოებელ კონსოლიდირებულ კომპანიას ჰყავს 300,000 მსხვილფეხა საქონელზე მეტი და ქვეყნის მასშტაბით, ბიზესისთვის 3.6 მილიონ ჰექტარს ფლობს. კომპანიის მფლობელობაშია Terra Firma Capital Partners და სხვა მსხვილი კომპანიები.

ოლფილდი და კოსტელო: 4,45 მილიონი ჰექტარი

2018 წლის ბოლოს ავსტრალიელი ფერმერები ვივ ოლდფილდი და დონი კოსტელო შეუერთდნენ სამხრეთ ავსტრალიაში მდებარე 1,65 მილიონ ჰექტარზე გაშენებულ მეცხოველეობის სადგურს- Clifton Hills-ს. აღნიშნული ფერმა ქვეყანაში სიდიდით მეორეა, ხოლო ერთ – ერთი უდიდესის მსოფლიოში. მათი კომპანია Crown Point ამჟამად მართავს ხუთ სადგურზე არსებულ დაახლოებით 4,45 მილიონ ჰექტარს და ჰყავთ მინიმუმ 48,000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

Macquarie ჯგუფის აქციონერები: 4,48 მილიონზე მეტი ჰექტარი

Paraway Pastoral Company ავსტრალიის მასშტაბით, 4,48 მილიონ ჰექტარზე მეტ ფართობზე არსებულ ფერმებში ახორციელებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას. ფირმის საკუთრებაშია საბანკო გიგანტი Macquarie Group, რომელიც ასევე ფლობს უფრო ახალგაზრდა კომპანიებს, როგორიცაა Lawson Grains, რომელიც მოიცავს 74 500 ჰექტარს.

უილიამსის ოჯახი: 4,5 მილიონი ჰექტარი

“უილიამსის ოჯახის“ სახელობის მეცხოველეობის კომპანიამ 2016 წელს შეიძინა გიგანტური სადგური სამხრეთ ავსტრალიაში, რომელიც მოიცავს 1,57 მილიონ ჰექტარს და ყველაზე მსხვილი მოქმედი პირუტყვის სადგურია მსოფლიოში. ოჯახი ასევე ფლობს მეშვიდე მეცხოველეობის სადგურს იმავე შტატში, საერთო ჯამში მათი კუთვნილება 4,5 მილიონ ჰექტარს შეადგენს.

მაკლახლანის ოჯახი: 5 მილიონ ჰექტარზე მეტი

მაკლახლანის ოჯახმა კომპანია ადელაიდაში ჯერ კიდევ 1888 წელს დააარსა. კომპანიას დღეს მთლიანად ფლობენ დამფუძნებლის შთამომავლები. ისინი აკონტროლებენ 5 მილიონ ჰექტარზე მეტ მიწას და ავსტრალიაში მატყლის პრემიერ მიმწოდებელია.

ჰენდბერი ჯგუფი: 5,28 მილიონ ჰექტარზე მეტი

მედია მაგნატის ძმისშვილი რუპერტ მერდოკი ხელმძღვანელობს Handbury Group- ს, რომელიც ფლობს და მართავს პირუტყვის სადგურს Arcoona-ს, Swinging-ს სამხრეთ ავსტრალიაში და The Rises-ს დასავლეთ ავსტრალიაში. მთლიანი უძრავი ქონება 5,28 მილიონ ჰექტარზე მეტია.

ჩრდილოეთ ავსტრალიის პასტორალური კომპანია: 6 მილიონი ჰექტარი

ჩრდილოეთ ავსტრალიის პასტორალური კომპანია, რომელიც 1877 წელს დაარსდა, ერთ-ერთი უდიდესი მეცხოველეობის კომპანიაა რეგიონში. კომპანია განაგებს ექვს მილიონ ჰექტარს ქუინზლენდსა და ჩრდილოეთ ტერიტორიაზე. მათ შორის ფლობს 1,6 მილიონ ჰექტარს “ალექსანდრიის მეურნეობაში“, რომელშიც დაახლოებით 55,000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია.

ჯო ლუისი და სხვადასხვა აქციონერები: 6,4 მილიონი ჰექტარი

“ავსტრალიის სოფლის მეურნეობის კომპანია“ დაარსდა 1824 წელს და ქვეყანაში ყველაზე ძველი ფირმაა. დღეს კომპანიის მთავარი აქციონერია ბრიტანელი მაგნატი ჯო ლუისი, სწორედ ის არის საქონლის ხორცის მთავარი მწარმოებელი მსოფლიოში. კომპანია ფლობს 6,4 მილიონ ჰექტარს კუინზლენდსა და ჩრდილოეთ ტერიტორიაზე.

ჯინა რეინჰარტი: 9,7 მილიონი ჰექტარი

ავსტრალიის უმდიდრესი ადამიანი ამჟამად ნომერი პირველი კერძო მესაკუთრეა ქვეყანაში. სამთო მაგნატი ჯინა რეინჰარტი 2016 წელს შეუერთდა ჩინეთის შანხაის CRED- ს. Rhinehart- მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აპირებს გაყიდოს დასავლეთ ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ტერიტორიაზე მდებარე 1,876 მილიონ ჰექტარიანი მეცხოველეობის ფერმა.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, იგი მაინც რჩება ავსტრალიის წამყვან მესაკუთრედ.

წყარო: bpn


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."