ალუდა ღუდუშაური; ,, გახარიამ დაფინანსების წყაროები გაასაჯაროოს"

ნანახია: 535
სრული ინფორმაცია

ბატონი გახარია, "ქართული ოცნებისთვის" არანაირ დღის წესრიგს არ წარმოადგენს - ჩვენთვის ასე არ არის, რომ სერიოზულ კონკურენტად ან პოლიტიკურ ოპონენტად განვიხილოთ, საერთოდ არ არის საინტერესო, გახარიაზე ვიყოთ ფოკუსირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

დავით კეზერაშვილის მიერ გიორგი გახარიას პარტიის შესაძლო დაფინანსების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად, ღუდუშაურმა განაცხადა, რომ ვიდრე გახარია დაფინანსების წყაროს არ ასაჯაროებს, ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია რელევანტურია.

"აღნიშნულთან დაკავშირებით გახარიამ და მისმა გუნდმა მკაფიო განმარტება უნდა გააკეთოს. უმჯობესია, მათ საზოგადოებას ღიად დაანახონ, თუ საიდან ფინანსდებიან. ვიდრე ბატონო გახარია დაფინანსების წყაროს არ ასაჯაროებს, რასაკვირველია, ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია შეიძლება რელევანტური იყოს. რაც შეეხება გახარიას მოქმედებებს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა მან თანამდებობა დატოვა და "ნაციონალური მოძრაობის" იმდროინდელ ქმედებებსა და განცხადებებს, თუ მათ ერთმანეთს შევადარებთ, გამოჩნდება, რომ მათ შორის შესაძლოა იყოს ჯაჭვი და რაღაც ბმა. მე მას მოვუწოდებდი, გაასაჯაროოს დაფინანსების წყარო", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."