,,ჩვენი მიზანია ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე მორგებული განათლების სისტემის უზრუნველყოფა",- მიხეილ ჩხენკელი

ნანახია: 572
სრული ინფორმაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისიტრის მიხეილ ჩხენკელის მიმართვა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით:

 „დღეს, 21 მარტს, საქართველო მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და ჩვენი ქვეყანა მას 2012 წლიდან, უკვე მეათედ უერთდება.

ვფიქრობ, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის დაწესებასა და აღნიშვნას დიდი მნიშვნელობა აქვს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ არსებული სტიგმებისა და სტერეოტიპების დაძლევისთვის.

ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღება თითოეული ადამიანის უფლებაა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ჩვენი მიზანია ინდივიდის განსხვავებულ საჭიროებაზე მორგებული განათლების სისტემის უზრუნველყოფა, რომელიც ყველას აძლევს განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას.

აქედან გამომდინარე, ინკლუზიური განათლების განვითარება, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლების სისტემის ფორმირება, საზოგადოებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების დაძლევა და მათი თანატოლებთან ინტეგრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

ამ მიზნით, სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით „ინკლუზიური სწავლების პროგრამას“ ახორციელებს.

ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების უფლების უზრუნველყოფისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციისთვის.“

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."