,,ჩვენ, საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას, გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით", - სა;ლომე სამადაშვილი

ნანახია: 556
სრული ინფორმაცია

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას, გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით, რა მოლოდინიც აქვს ხალხს, რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და მის სტაბილურ განვითარებას და ეს მოითხოვს ცხადია, კომპრომისებს და იმედია, რომ ეს ყველას ესმის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იყო, თუმცა საუბრის გაგრძელება კიდევ საჭიროა.

„დღეს გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ 6 პუნქტზე, რაც არის ასახული მიშელის მიერ ჩამოყალიბებულ გეგმაში. გარკვეულწილად გვქონდა პროგრესი იმ თვალსაზრისით, რომ გვქონდა საუბარი თემებზე და უფრო დეტალური მსჯელობის შესაძლებლობა მოგვეცა სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესი. ჩვენი მხრიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რომ ოპოზიციის ამოცანა, ამ მოლაპარაკებების პროცესში, არის შედეგის დადება და ეს შედეგი უკავშირდება ჩვენი ქევყნის, სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს, რაც უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ფაქტობრივად, განახლებას თუ აღდგენას იმისთვის, რომ ქვეყანაში მივიღოთ არჩევნები, რომელსაც ექნება ის ფუნქცია, რა დანიშნულებაც აქვს არჩევნებს დემოკრატიულ სახელმწიფოში. 
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო პროდუქტიული, მაგრამ ცხადია, რომ ჩვენ კიდევ დაგვჭირდება საუბრის გაგრძელება. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას, გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით რა მოლოდინიც აქვს ჩვენს ხალხს და რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და მის სტაბილურ განვითარებას და ეს მოითხოვს ცხადია, კომპრომისებს და იმედია, რომ ეს ყველას ესმის, მათ შორის, ხელისუფლებას პირველ რიგში, რადგან მათ ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში“, - განაცხადა სამადაშვილმა.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."