Главная > სიახლეები / პოლიტიკა > ,,ჩვენ, საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას, გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით", - სა;ლომე სამადაშვილი
,,ჩვენ, საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას, გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით", - სა;ლომე სამადაშვილი14-03-2021, 15:43. Разместил: mariko |
ჩვენ, საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას, გვსურს, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდეს იმ შედეგით, რა მოლოდინიც აქვს ხალხს, რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და მის სტაბილურ განვითარებას და ეს მოითხოვს ცხადია, კომპრომისებს და იმედია, რომ ეს ყველას ესმის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იყო, თუმცა საუბრის გაგრძელება კიდევ საჭიროა. „დღეს გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ 6 პუნქტზე, რაც არის ასახული მიშელის მიერ ჩამოყალიბებულ გეგმაში. გარკვეულწილად გვქონდა პროგრესი იმ თვალსაზრისით, რომ გვქონდა საუბარი თემებზე და უფრო დეტალური მსჯელობის შესაძლებლობა მოგვეცა სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით.
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. Вернуться назад |