„ოქროს ბურთის“ მფლობელი უსმან დემბელე გახდა

ნანახია: 59
სრული ინფორმაცია

ფეხბურთში მამაკაცთა შორის France Football-ის „ოქროს ბურთის“ მფლობელი „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი უსმან დემბელე გახდა.

გამარჯვებული დაჯილდოების 69-ე ცერემონიაზე რონალდინიომ გამოაცხადა.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილი კი ვიტინიამ (პსჟ) და მოჰამედ სალაჰმა (ლივერპული) დაიკავეს.

სხვა ნომინაციები ასე გადანაწილდა:

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლამინ იამალი (ბარსელონა, ზედიზედ მეორედ);

წლის საუკეთესო მწვრთნელი - ლუის ენრიკე (პსჟ);

წლის საუკეთესო მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი);

წლის საუკეთესო თავდამსხმელი - ვიქტორ დიოკერეში (არსენალი);

წლის საუკეთესო გუნდი - პსჟ.

ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს ფიფა-ს რეიტინგის TOP-100-ში მყოფი ქვეყნების სპორტულმა ჟურნალისტებმა.

"ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის იყო "პსჟ"-ს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში მე-12 ადგილი დაიკავა.

დემბელემ „პსჟ“ -სთან ერთად წინა სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, უეფა-ს თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2024-25 წლების სეზონში მან 35 გოლი გაიტანა პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირზე და გააკეთა 16 საგოლე გადაცემა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."