Главная > სიახლეები / სპორტი / მსოფლიო > „ოქროს ბურთის“ მფლობელი უსმან დემბელე გახდა
„ოქროს ბურთის“ მფლობელი უსმან დემბელე გახდა23-09-2025, 10:37. Разместил: mariko |
ფეხბურთში მამაკაცთა შორის France Football-ის „ოქროს ბურთის“ მფლობელი „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი უსმან დემბელე გახდა. გამარჯვებული დაჯილდოების 69-ე ცერემონიაზე რონალდინიომ გამოაცხადა. გამოკითხვაში მეორე ადგილზე "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა, მესამე-მეოთხე ადგილი კი ვიტინიამ (პსჟ) და მოჰამედ სალაჰმა (ლივერპული) დაიკავეს. სხვა ნომინაციები ასე გადანაწილდა: წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ლამინ იამალი (ბარსელონა, ზედიზედ მეორედ); წლის საუკეთესო მწვრთნელი - ლუის ენრიკე (პსჟ); წლის საუკეთესო მეკარე - ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი); წლის საუკეთესო თავდამსხმელი - ვიქტორ დიოკერეში (არსენალი); წლის საუკეთესო გუნდი - პსჟ. ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს ფიფა-ს რეიტინგის TOP-100-ში მყოფი ქვეყნების სპორტულმა ჟურნალისტებმა. "ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის იყო "პსჟ"-ს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში მე-12 ადგილი დაიკავა. დემბელემ „პსჟ“ -სთან ერთად წინა სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, უეფა-ს თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2024-25 წლების სეზონში მან 35 გოლი გაიტანა პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირზე და გააკეთა 16 საგოლე გადაცემა. Вернуться назад |