გოგონების ცხოვრება ესაა -სამყაროში გრძელი მოგზაურობის დასაწყისი

ნანახია: 668
სრული ინფორმაცია


გიყვარდეთ და დააფასეთ თქვენი ქალიშვილები.ბედნიერი გაზარდეთ. პატივი ეცით მათ არჩევანს, სურვილებსა და გადაწყვეტილებებს. რაც მთავარია, არ დაუნგრიოთ ცხოვრება სიტყვებით „გოგო ხარ, ეს არ შეგეფერება, ეს არ მოგიხდება“.

ნანა ალიევა 
ბოლნისი, დარბაზი 

ბევრი რამ მინდა ვუთხრა გოგონების მშობლებს:

მარგალიტივით სიცილს უცებ ნუ გაჭრით სიტყვებით: „გოგონა ხმამაღლა არ იცინის“. დარწმუნდით, რომ ზომიერად აღზარდეთ ისინი, ზომიერად იმისთვის რომ გაიგოთ განსხვავება თავისუფლებასა და თვითნებობას შორის.

10-20 ათასს ნუ დახარჯავთ არაფრის მომცემ ნივთებში, კარგი განათლება მიეცი ამ ფულით ტქვენს გოგონებს. არასოდეს, არასოდეს გადადგათ ნაბიჯი რომლითაც ბიჭებზე დაბალა დააყენებთ გოგონებს. ასე ტქვენ მშიშარა გოგოებს გაზრდით.

გაზარდეთ გოგოები სიცილით და არა ტირილით. იყავით მამაცები და დაუმეგობრდით საკუთარ ქალიშვილებს, სანამ მშობელი გახდები ჯერ გახდი მეგობარი.

ნუ მოსთხოვთ თავდაყირა დადგომას , როცა ამას ვერ ახერხებს, ნუ მოსთხოვთ იჯდეს სახლში ფეხმორთხმით, ნუ მოსთხოვთ იყოს დიასახლისი, იყის ჩუმად და არ შეეძლოს აეწიოს ხმას იქ სადაც მისი აზრიც მნიშვნელოვანია. მოუსმინეთ მათ სიტყვებს და ყოველთვის ელაპარაკეთ საკუტარ გოგონებს, რომლებსაც შეუძლიათ გაიზარდონ თავისუფლები.

გოგონებს კი მინდა გითხრათ :

შენ ქალი ხარ, დიდი არსება ხარ. იყავი ის, რაც შენ გინდა იყო და არა ის, რაც სხვას უნდა რომ იყო. შენ არ გჭირდება ვინმე ძლიერი. ნუ გეშინია! ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. ეს შენი ცხოვრებაა. შეგიძლიათ გააკეთოთ. შენ მიაღწევ წარმატებას! ნუ ეტყვი "დიახ"-ს ყველას. გახსოვდეთ, რომ არჩევანი ყოველთვის არსებობს. თავად მიიღეთ გადაწყვეტილებები, თქვენ ღირებულები ხართ! ესაა სამყაროში თქვენი გრძელი მოგზაურობის დასაწყისი

შენ იმ წერტილში ხარ, სადაც შენი როლი ყველაზე მნიშცნელოვანია. შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება, ბევრს იხილავ, ბევრს იცხოვრებ. არ უნდა მოიწყინო!

მოუსმინეთ საკუთარ თავს. გრძნობებს, ყოველთვის გახსოვდეს რომ საკუთარ ბედს თავად ჭედავ. შენ განსხვავებული ხარ! ბევრი ისწავლე. იმუშავე. მიიღე გადაწყვეტილებები მათი შეცდომებით. მიიღე საკუთარი თავი, ისეთი როგორიც ხარ. იცხოვრე შენი გრძნობებით. დაიმახსოვრე: შენ განსაკუთრებული ხარ.

გიყვარდეთ და დააფასეთ ის, რაც თქვენს წინაშეა. გიყვარდეს საკუთარი თავი შეხედე მომავალს იმედით. ყველაფერი კარგად იქნება. შენი ნამუშევარი, შენი სხეული, შენი ვინაობა შენია-მიიღეთ როგორც მოცემულობა და დაიცავით თქვენი უფლებები. შენ ვალდებული ხარ გააკეთო ეს , იმიტომ რომ ქალი ხარ!

ფოტოები: პონიო ,,ლურჯთმიანი გოგონების ნახატების სერია"


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."