გერმანიის საელჩო მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდოს, Free Media Awards-ის მიღებას ულოცავს.

ნანახია: 16
სრული ინფორმაცია

გერმანიის საელჩო საქართველო ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდოს, Free Media Awards-ის მიღებას ულოცავს.

საელჩო აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი აღიარეს როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სახე საქართველოში და დაჯილდოვდა ჟურნალისტური ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის, რომლის ფარგლებშიც მან დააარსა ორი მნიშვნელოვანი და სანდო მედიაპლატფორმა – ბათუმელები და ნეტგაზეთი.

აღნიშნული ჯილდო მზიას გამბედაობის, ლიდერობის, სიტყვისა და მედიის თავისუფლების ურყევი დაცვის დამსახურებული აღიარებაა. ეს პრემია, განსაკუთრებული სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე გარემოში, ფაქტებზე დაფუძნებული, კრიტიკული ჟურნალისტიკის შექმნაში მისი უდიდესი წვლილის დადასტურებაა.

ამჟამად მზია ამაღლობელი საქართველოში 2-წლიან სასჯელს იხდის.

გულწრფელად ვულოცავთ მზიას ამ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ ჯილდოს. მისი საქმიანობა დღემდე შთაგონების წყაროა არაერთი ახალგაზრდა ჟურნალისტისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ". - წერია საელჩოს განცხადებაში.

პრემია Free Media Awards ნორვეგიული ფონდის The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის დაარსებული.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."