Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომლისგან მხოლოდ 294-ის დატოვებას გეგმავს

ნანახია: 140
სრული ინფორმაცია

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) 10 000-ზე მეტი თანამშრომლისგან 300-ზე ნაკლები დატოვოს, - ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, სამუშაო ადგილი მხოლოდ 294 თანამშრომელს შეუნარჩუნდება, მათ შორის, მხოლოდ 12-ს აფრიკის ბიუროში და 8-ს - აზიის ბიუროში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი USAID-ს დანაშაულებრივ საქმიანობაში ადანაშაულებენ. ტრამპის ადმინისტრაციამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ აპირებს USAID-ის პირდაპირ დაქირავებული თანამშრომლების შვებულებაში გაშვებას და საზღვარგარეთ მომუშავე ათასობით თანამშრომლის გაწვევას.

ადმინისტრაცია USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან გაერთიანებას გეგმავს. ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დანიშნა. კონგრესის კვლევის სამსახურის (CRS) თანახმად, USAID-მა მთელ მსოფლიოში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა, მათი ორი მესამედი - შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."