Главная > სიახლეები / პოლიტიკა > Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომლისგან მხოლოდ 294-ის დატოვებას გეგმავს
Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომლისგან მხოლოდ 294-ის დატოვებას გეგმავს7-02-2025, 14:00. Разместил: mariko |
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) 10 000-ზე მეტი თანამშრომლისგან 300-ზე ნაკლები დატოვოს, - ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, სამუშაო ადგილი მხოლოდ 294 თანამშრომელს შეუნარჩუნდება, მათ შორის, მხოლოდ 12-ს აფრიკის ბიუროში და 8-ს - აზიის ბიუროში. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი USAID-ს დანაშაულებრივ საქმიანობაში ადანაშაულებენ. ტრამპის ადმინისტრაციამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ აპირებს USAID-ის პირდაპირ დაქირავებული თანამშრომლების შვებულებაში გაშვებას და საზღვარგარეთ მომუშავე ათასობით თანამშრომლის გაწვევას. Вернуться назад |